ნინო ჯავახაძე: გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან, რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში

გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან, რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გუშინ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა.

ნინო ჯავახაძემ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, დიპლომატებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ინტენსიური კომუნიკაციის შესახებ იასუბრა .

„იმ ღამეს თუ გახსოვთ,გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, პროცესს აკვირდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში.

გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა.“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები