III კურსის საკვალიფიკაციო სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
12 და 13 ივლისს, 19:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში (აუდიტორია №1) III კურსის საკვალიფიკაციო სპექტაკლის -„სამყარო ფანჯრიდან“ პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლი დანიელ ხარმსის მოთხრობების მიხედვით დაიდგა და წარმოდგენილი იქნება ფანტასმაგორია ერთ აქტად.
დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი – ნანა (ნანუკა) ხუსკივაძე (ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი);
სცენოგრაფია და კოსტიუმები – ელისაბედ ჭიჭინაძე;
მხატვრის ასისტენტი – ნინო ჭყონია;
ორიგინალური მუსიკა – გიორგი ტიგინაშვილი;
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე.
მონაწილეობენ:
ნინო აიდარაშვილი, ლია ბარბაქაძე, ციცინო ბუცხრიკიძე, თამარ გაგნიძე, მარიამ სუჯაშვილი, გიორგი ტიგინაშვილი
სპექტაკლში აგრეთვე მონაწილეობენ III კურსის სტუდენტები: რატი კარელიძე, თამარ კეკელიძე, თამარ კვინიკაძე, ნიკოლოზ ლაჩაშვილი, ოთარ ლობჟანიძე, ირაკლი ოდილავაძე, მარიამ სარდანაშვილი, გური ფოჩხუა, ანა ჭიღლაძე, გიორგი ჯიშკარიანი.