ირაკლი ღარიბაშვილი: მე არც ერთხელ არ მიმიღია პრემია ჩემი მინისტრობის და პრემიერობის დროს

   მე არც ერთხელ არ მიმიღია პრემია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერმა პრესსამსახურს თავისი სახელფასო ამონაწერის გასაჯაროვების დავალება მისცა.
„ჩემი მინისტრობის და პრემიერობის დროს არც ერთხელ არ მიმიღია პრემია. მე მინდა ვთხოვო ჩემს პრესსამსახურს – გამოაქვეყნეთ ამონაწერი და დღესვე გახადეთ საჯარო. მე არ მესმის, რატომ იყო ეს საიდუმლო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები