რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 14 ივლისიდან დაიწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე  ცნობილი გახდა, რომ რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 14 ივლისიდან დაიწყება.
პრესკონფერენციაზე  ისიც აღინიშნა, რომ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 17 რეგიონული თეატრი და თეატრალური დასები უკრაინიდან, ლიეტუვიდან, ირანიდან და სერბეთიდან. რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალს 13 ქალაქი უმასპინძლებს.
ფესტივალი სოხუმის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება, ფოთი ფესტივალის ბოლო კვირას უმასპინძლებს. ფესტივალი 29 ივლისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები