ფოლკლორის ცენტრის ეზოში ტურისტებისთვის პირველ კონცერტს “სახიობა“ გამართავს
#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 15 ივლისს, 20:00 საათზე პირველ კონცერტს ანსამბლი „სახიობა“ გამართავს.
ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები. მათ შორის მრავალჟამიერი, ჩაკრულო და ა.შ.
სიმღერები შესრულდება ტრადიციული საკრავების: ჩონგურის, ფანდურის, დოლის, გარმონისა და ჭიბონის თანხლებით. ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები და თექის ნიმუშები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.