თბილისის ღია სივრცეებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

პროექტი Tbilisi Classic Open Air იწყება – კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სულ 2 კონცერტი ჩატარდება. პირველი კონცერტი 13 ივლისს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება და პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა.
მეორე კონცერტი კი 14 ივლისს, 18:00 საათზე, კვლავ ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი.
კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები