„ვისმენთ და ვსაუბრობთ მუსიკაზე“ – ტრადიციული შეხვედრა გაიმართება
13 ივლისს, 14:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში, შაბათის ტრადიციული მე-14 შეხვედრა – „ვისმენთ და ვსაუბრობთ მუსიკაზე“- გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრაზე დასრულდება ვერდის (Giuseppe Verdi, 1813-1901) შედარებით ნაკლებად ცნობილი ოპერის – „მაკბეტის“ (Macbeth, 1847) – მოსმენა.
დადგმა იგივეა: რეჟისორი – კლოდ დ’ანნას (Claude d’Anna); დირიჟორი – რიკარდო შაიი (Riccardo Chailly); მომღერლები – წამყვან როლებში ლეო ნუჩი და შირლი ვერეტი (Leo Nucci, Shirley Verrett).
მეორე ნაწილში, წარმოგიდგენილი იქნება ბალანჩინის ბალეტი მენდელსონის მუსიკის მიხედვით – Felix Mendelssohn Bartholdy – A Midsummer Night’s Dream; George Balanchine.
მის: ათონელის ქ. N9 (ორიენტირი – ჰიპერმარკეტ „კარფურის“ მთავარი შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს).