ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში ანსამბლ „სახიობას“ კონცერტი გაიმართება

15 ივლისს, 20:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში,  კამპანიის -„გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, პირველ კონცერტს ანსამბლი „სახიობა“ გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები. მათ შორის „მრავალჟამიერი“, „ჩაკრულო“ და ა.შ.
სიმღერები შესრულდება ტრადიციული საკრავების: ჩონგურის, ფანდურის, დოლის, გარმონისა და ჭიბონის თანხლებით.
ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები და თექის ნიმუშები.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები