„ემიგრანტების“ პრემიერა გაიმართება

13 და 14 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისის მუნიციპალურ თეატრ „გლობუსში“  პოლონელი მწერლის სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „ემიგრანტების“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, ეს არის სადიპლომო სპექტაკლი, სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელია პროფესორი დავით ანდღულაძე, პედაგოგი – გიორგი ტრაპაიძე.
პიესის ავტორი – სლავომირ მროჟეკი;
რეჟისორი – გუგა ბერეკაშვილი;
მონაწილეობენ: ცოტნე ხუბუტია, გიორგი ელიჯარაშვილი.

მის: რუსთაველის 19.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები