„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიასა“ და „ერისიონს“ შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, „სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორმა, ჯეისონ ლიმ და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, შერმანდი ჭკუასელმა 3-წლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში კომპანია ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიას გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიციო ფორმებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები