ვლადიმერ ზელენსკი პოროშენკოს დროინდელი ჩინოვნიკების ლუსტრაციას ითხოვს (ვიდეო)

0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრე პოროშენკოს დროს მაღალ თანამდებობებზე მყოფი ჩინოვნიკების ლუსტრაცია მოითხოვა.

“გთავაზობთ, იმ თანამდებობების სიას, რომლებიც ლუსტრაციას ექვემდებარება, დავამატოთ – უკრაინის პრეზიდენტი, დეპუტატები, მთავრობის წევრები, გენერალური პროკურორი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანტიმონოპოლიური კომიტეტის ხელმძღვანელები და სახელმწიფო ქონების ფონდი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები, რომლებიც თანამდებობას იკავებდნენ 2014 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 19 მარტის ჩათვლით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ჩამოთვლილი პირების საქმიანობას მომავალში საზოგადოება შეაფასებს და ის საკმაოდ სამართლიანი იქნება.
ვლადიმირ ზელენსკის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას პრეზიდენტობის პერიოდში ნანახმა მიაღებინა. ის მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკობა – ეს “სამუდამო დიაგნოზია”.
-თეთ-ლურჯები, წითელ-თეთრები, ნარინჯისფერები, ბორდოსფერები, ვარდისფერები – რეალურად ისინი ყველა ერთი ფერისაა – იასამნისფერი! ვფიქრობ, ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც ახლა შეიძლება, არის ის, რომ ისინი ჩამოვაშოროთ სახელმწიფოს მართვის სადავეებს”, – განმარტა თავისი გადაწყვეტილება ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი