ლატვია პროტესტს გამოთქვამს რუსეთში რიგას გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად და არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს, მოსკოვში საბჭოთა ჯარების მიერ რიგას გათავისუფლების 75-ე წლის აღსანიშნად დაგეგმილ ღონისძიებებს.
“მივესალმებით რა ნაციზმის დამარცხებას, გვინდა, მსოფლიოს შევახსენოთ, რომ ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა 45 წლის შემდეგ მოიპოვეს, რადგან “წითელი არმიის” შემოსვლა საბჭოთა კავშირის ოკუპაციის აღდგენას გულისხმობდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, ამავე საკითხზე პროტესტი ესტონეთმა 10 ივლისს გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “სამამულო ომში” გამარჯვებისა და საბჭოთა კავშირში შემავალი ქალაქების გათავისუფლების აღსანიშნად ღონისძიებებს მართავს. მსგავსი ღონისძიებები ოდესის, სევასტოპოლისა და მინსკის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკვე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები