მინსკში სასიკვდილო ფოიერვერკის გაშვებისთვის ორი რუსი დააკავეს

მინსკში ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერკის დროს ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი, ივან ნოსკევიჩი ავრცელებს.
“მათ ჯერ ბრალი არ წარდგენიათ. ამისთვის 10 დღე გვაქვს, ამ დროის განმავლობაში წარედგინებათ ბრალი”, – თქვა ნოსკევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  დედაქალაქში ფოიერვერკის გაშვების დროს ერთი ქალი დაიღუპა. ფოიერვერკი პირდაპირ მიწაზე აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები