პრემიერმა ევროკავშირისგან საქართველოსთვის სპეციალური ფინანსური მექანიზმის შექმნა მოითხოვა

პრემიერმინისტრმა ევროკავშირისგან საქართველოსთვის სპეციალური ფინანსური მექანიზმის შექმნა მოითხოვა. მამუკა ბახტაძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ევროკავშირთან დარგობრივ ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში “ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე” ისაუბრა. პრემიერმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ მთავარ გამოწვევებს, რომელთა წინაშე საქართველო იმყოფება.
“ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა აქვს ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. ეს იქცა ჩემს თეზისად და საფუძვლად დაედო ყველა იმ რეფორმასა და ინიციატივას, რომელსაც ქვეყანაში ნერგავს ჩემი მთავრობა.
​საქართველოს ცხადად ესმის, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ეფუძნება თავად პარტნიორების შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს. გარწმუნებთ, რომ ორივე გვაქვს. გვსურს და შეგვიძლია დარგობრივი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ამ გზაზე ჩვენ თქვენი მხარდაჭერა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომა გვჭირდება, რათა საკმარისი პირობები შეიქმნას ჩვენს ქვეყანასა და ქართულ საზოგადოებაზე ტრანსფორმაციული ეფექტის მქონე რეფორმების განსახორციელებლად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები