ახალციხის ციხეზე მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის კონცერტი გაიმართება
14 ივლისს, ახალციხის ციხეზე მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მე-5 საიუბილეო ფესტივალის საზეიმო კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე წარმოდგენილი იქნება:
ა. მარჩელო – კონცერტი ჰობოისა და სიმებიანი ორკესტრისთვის;
ვ. ა. მოცარტი – კონცერტი კლარნეტისა და ორკესტრისათვის;
პ. სარასატე – „ბასკური კაპროიჩიო“;
ს. პროკოფიევი – „პეტია და მგელი“;
ს. პროკოფიევი – საფორტეპიანო კონცერტი N2.
სოლისტი – ხავიერ ოვიედო.
„MISA“-ს სოლისტები – სესილია სანებლიძე, ლუკა თოდაძე.
მონაწილეობს საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორები – ჟან პიერ შმიტი, (საფრანგეთი – აშშ), გიორგი რევიშვილი. სამხატვრო ხელმძღანელი – შორენა ცინცაბაძე.
მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია 2019 წლის 1 – 26 ივლისამდე ატარებს საიუბილეო, მე-5 მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია – ფესტივალს – „MISA“ , რომლის ფარგლებშიც ტარდება მასტერკლასები, სემინარები და კონცერტები, რომლებსაც გაუძღვებიან მოწვეული მუსიკოსები.
„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ 2015 წლის მაისში დაარსდა. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ.