საბერძნეთში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ 20 კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები ტურისტები იყვნენ – 2 რუსი, 2 ჩეხი და 1 რუმინელი.
შტორმი წუხელ დაიწყო, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და საკომუნიკაციო ხაზები დაზიანდა.
ამ დროისთვის, ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, რაიონში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
სტიქიის ამსახველი ვიდეო “იუთუბზე” გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები