ირანი ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავების მცდელობას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის განცხადებით, სპარსეთის ყურეში ირანული ხომალდების მიერ ბრიტანული ტანკერის დაკავების მცდელობის ბრალდება ისედაც დაძაბული ვითარების ესკალაციისკენაა მიმართული.
“ის, რასაც ისინი [დიდი ბრიტანეთი და ამერიკა] საუბრობენ, მიმართულია ისედაც დაძაბული ვითარების ესკალაციისკენ. ეს განცხადებები არაფრად არ ღირს”, – თქვა ზარიფმა.
ამასთან, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსში განმარტეს, რომ გასული დღეების განმავლობაში ირანის გემებს უცხოური ხომალდებთან რაიმე კავშირი არ ჰქონიათ.
შეგახსენებთ, სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავება სცადეს.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 10 ივლისს განაცხადა, რომ ლონდონი ირანული ტანკერის დაკავებაზე პასუხს აგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები