მევენახე: გვარამიას ბევრი ფული აქვს და გლეხები ფეხებზე ჰკიდია

„გვარამიას ბევრი ფული აქვს და გლეხები ფეხებზე ჰკიდია“, – ამის შესახებ ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი მევენახე, ვანო სეფიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ზრდილობა არ აძლევს უფლებას, აქეთ აგინოს ნიკა გვარამიას, რომელიც კახელი გლეხებისგან ამას იმსახურებს.
„გლეხები ვენახზე ვართ დამოკიდებულები, გვარამიას ძალიან ბევრი ფული აქვს და მას არ ვაინტერესებთ ჩვენ. აქამდე „გაკოჭილი” უნდა იყოს ეგ, მისი განცხადება დააზიანებს მევენახეობასა და გლეხებს. 2,6 ჰექტარზე მაქვს საფერავი გაშენებული და, ასევე, მაქვს რქაწითელიც, მაგრამ გვარამიას ეს არ ედარდება, თვითონ არის საგინებელი, ჩვენი განადგურება უნდა”, – განაცხადა ვანო სეფიაშვილმა.
ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტები” შემდეგი რამ თქვა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ “ბორჯომი”, ღვინო და “ნაბეღლავი” შეიტანოს რუსეთში? ჩავუ*სი სამივეში, ფეხებზე მკიდია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები