“ვამაყობ იმით, რომ საქართველო ითვლება აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების მაგალითად, მაგრამ ჩვენს რეგიონს სჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია”

ვამაყობ იმით, რომ საქართველო ითვლება აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების მაგალითად, მაგრამ ჩვენს რეგიონს სჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი დრო, რესურსი და ძალისხმევა უნდა გავიღოთ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დასაახლოვებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს რეფორმების მხარდაჭერა და დაფასება იქნება გრძელვადიან ჭრილში რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ტრანსფორმაციის კატალიზატორი.
„ამ მიზნით კი ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ევროკავშირთან კიდევ უფრო აქტიურ ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრირებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროკავშირიც მომავალშიც მხარს დაუჭერს პრინციპს „მეტი მეტისთვის”, რისთვისაც შემოგვთავაზებს კიდევ უფრო აქტიურ ინტეგრაციას ერთიანი ციფრული ბაზრის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, განათლების და სხვა სფეროებში, ასევე შექმნის მობილობის მეტ შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კონფერენციას ბათუმში, რომელიც აჭარაში უკვე მეათედ იმართება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, პოლონეთის, შვედეთის, სომხეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები