BBC: სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავება სცადეს

სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავება სცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინციდენტი სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესთან მოხდა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა  აღნიშნულ ფაქტს “საერთაშორისო სამართლის დარღვევა” უწოდა.
მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილმა ხუთმა შეიარაღებულმა ნავმა ბრიტანული ნავთობმზიდის – „ბრითის ჰერითიჯის“ ბლოკირება და დაკავება სცადა.
ბრიტანეთის მთავრობის სპიკერის თქმით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ტანკერს კურსის შეცვლა და ირანის ტერიტორიულ წყლებში გაჩერება მოსთხოვეს.
ბრიტანულ ტანკერს თან რაკეტებით აღჭურვილი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი ახლდა, რომელმაც ირანულ მხარეს რადიოკავშირის მეშვეობით გაფრთხილება გაუგზავნა.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ 10 ივლისს განაცხადა, რომ ლონდონი ირანული ტანკერის დაკავებაზე პასუხს აგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები