ლევან კოღუაშვილი იერუსალიმში დააჯილდოვეს

ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის პროექტი „მეოთხე ბრაიტონი“ იერუსალიმის სემ შპიგელის კინოლაბორატორიაში მონაწილეობდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სექცია work in progress-ში ორი ჯილდო იყო დაწესებული და ორივეს მფლობელი ქართული კინოპროექტი გახდა.
ლევან კოღუაშვილს გადაეცა ჟიურის პრიზი – 25 000 აშშ დოლარი და ფრანგული სადისტრიბუციო კომპანია ARP Selection-ის პრიზი – 25 000 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ARP Selection-მა ფილმის ფრანგული კინოგაქირავების უფლებები მოიპოვა.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ – ცნობილი ამერიკელი და ევროპელი პროდიუსერები, ფესტივალებისა და კინოკომპანიების დირექტორები, მათ შორის სანდენსის კინოფესტივალის დირექტორი კიმ იუტანი და Sony Picture Classic-ის წარმომადგენელი მაიკლ ბარკერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები