ქართულ-უკრაინული ფოტოვერნისაჟი გაიხსნება
10 ივლისს, 19.00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ქართულ-უკრაინული ფოტოვერნისაჟი საზეიმოდ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფოტოვერნისაჟით საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია უერთდება კამპანიას – „გაატარე ზაფხული საქართველოში“.
გამოფენა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართული ტურიზმის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
ფოტოვერნისაჟზე წარმოდგენილი იქნება საქართველოსა და უკრაინაში გადაღებული სფა-ს წევრი 24 ფოტოგრაფის 90-მდე ფოტონამუშევარი.
მის: თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 1/4. ყოფ. აკადემქალაქი.