ისრაელის პრემიერი ირანს საჰაერო თავდასხმით დაემუქრა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთ-ერთ ავიაბაზას სტუმრობდა და საბრძოლო თვითმფრინავ F-35-ის ფონზე ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ირანი ისრაელს განადგურებით დაემუქრა.
„უნდა გახსოვდეთ, რომ ამ საბრძოლო თვითმფრინავებს ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ ადგილას მიღწევა შეუძლია, მათ შორის არის ირანი და სირია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
ცნობისთვის, ნეთანიაჰუს განცხადება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. შვიდ ივლისს ოფიციალურმა თეირანმა ბირთვული შეთანხმების შედეგად დაკისრებული ვალდებულებების შემცირების შესახებ განაცხადა; კერძოდ, ურანის გამდიდრების მაჩვენებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ 3,67%-ზე მაღლა გაზარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა და მალევე ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები