მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება გაიმართება

11 ივლისს, 20:00 საათზე  „კინოს სახლის” ლურჯ კინოდარბაზში ცნობილი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება გაიმართება.
საქართველოს კინოაკადემიის ინფორმაციით, რეჟისორის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2019 წელი მიხეილ კობახიძის წლად გამოცხადდა. 11 ივლისს გაიმართება გახსნითი ჩვენება, შემდეგი კვირიდან კი სეანსები რეგულარულად დაინიშნება.
11 ივლისის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები