უკრაინული მედია – “მიხეილ სააკაშვილმა პენსიონერ ქალს ხელი მოსტეხა” (ფოტო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის სასამართლოს შენობასთან პენსიონერ ქალს ხელი მოსტეხა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია odessitua.com ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად სასამართლოს პიკეტირებას აპირებდა, სადაც  ოდესაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და მსხვილი საქმის განაჩენი გამოიტანეს. საუბარია ყოფილი ქარხნის – “კრაიან” – შენობის უკანონო შესყიდვაზე, რომელშიც ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს ედებოდა ბრალი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ყველა ბრალდება მოეხსნა. ასევე, გაუქმდა პროცესში მონაწილე სხვა პირების დაკავების გადაწყვეტილებაც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად  სწორედ აღნიშნულ განაჩენს აპროტესტებდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

დაზარალებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები