ანსამბლი „რუსთავი“ საქართველოს რეგიონებში საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტებს მართავს
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ნატროშვილის განცხადებით, „რუსთავს“ 50 წლის იუბილე აქვს, რომლის ფარგლებშიც, საკონცერტო ტურნეები უცხოეთის გარდა, საქართველოშიც ჩატარდება.
საქართველოში კონცერტებზე დასწრება თავისუფალი იქნება. მსმენელის წინაშე მომღერლებთან ერთად, ანსამბლის დამფუძნებელი, მუსიკალური ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი წარსდგება, რომელიც ანსამბლის დაფუძნებისა და ქართული ფოლკლორის შესახებ ისაუბრებს.
პირველი კონცერტი ახალქალაქის კუტურის სახლში გაიმართა.
9 ივლისი, 19.00 საათი, მესხეთის ახალციხის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
10 ივლისი, 16.00 საათი, ცაგერის კულტურის სახლი;
11 ივლისი, 19.00 საათი, ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლი.
კონცერტებზე დასწრება უფასო იქნება.