პოლემიკა მაესტროზე – “ლევან, შენ ის კაცი არა ხარ 100 ათას ლარიან ჩეკებს რომ წერდი?”
თქვენ მოკლე მახსოვრობა ხომ არ გაქვთ – ასე მიმართა პარლამენტის „ქართული ოცნების“ წევრმა გიგა ბუკიამ კოლეგას, საპარლამენტო უმცირესობის წევრეს ლევან ბეჟაშვილს. ბუკიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ის პერიოდი გაახსენა, როდესაც მას კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
„ხომ არ დაგვიწყებიათ ის ზეწოლები, რასაც თქვენ ახორციელებდით? ლევან, შენ ის კაცი არა ხარ 100 ათასიან ჩეკებს და ჯარიმებს რომ წერდი? შენი გამკვირვებია! შენ ის კაცი არა ხარ, სატელიტებს რომ აყადაღებდით და ხალხს აპატიმრებდით? დღეს როგორ გიბრუნდება ენა და ზეწოლებზე მესაუბრები? მოსახლეობაში გადი ლევან და იკითხე. თქვენი პრობლემა ის არის, რომ ხალხშიც არ გაგესვლებათ… ვერ გადიხართ თორემ, ხომ მოისმენდით მათ აზრს… პოლიციელი დღეს პოლიტიზირებული აღარ არის. სოციალური აგენტიც კი არ დადის….. პედაგოგს, ან ექიმს დღეს ვინმე ემუქრება? თქვენ რომ, ახლა გამოდიხართ და ლაპარაკობთ უფასო საეთერო დრო არ არისო, ეს ხალხი ხომ ხედავს, სადაც წერია უფასო სარეკლამო დროო. ტელევიზიებით ნინო ბურჯანაძის უფასო რეკლამები გადის… დაფინანსება გავზარდეთ და ახლა შენ მე ზეწოლებზე მესაუბრები? ენა როგორ გიბრუნდებათ?“ ,- აღნიშნა გიგა ბუკიამ.