რუსულ არხებს ბრიტანეთში მედიის თავისუფლების შესახებ კონფერენციის გაშუქების უფლებას არ აძლევენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "რაშა თუდეის" მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს დაჯილდოვების ცერემონიაზე ყვავილებს ჩუქნის

რუსულ არხებს – „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკს“ ბრიტანეთში  მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილი კონფერენციის გაშუქების უფლებას არ აძლევენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“, ძირითადად, დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები და სწორედ ამიტომ მათ მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილი კონფერენციის გაშუქების უფლებას არ მისცემენ.
კონფერენციაში მონაწილეობას 60 მინისტრი და 1 000 ჟურნალისტი მიიღებს, მათ შორის – უცხოელი ჟურნალისტებიც. კონფერენციის ორგანიზატორი  ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ უკვე მიმართა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ის ბრიტანეთს პოლიტიკურ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები