„მე ვიქნები დედაქლაქის მერი, რომელიც თქვენს მიერ სიმწრით გადახდილ გადასახადებს საკუთარ ჯიბეში არ ჩაიდებს„
მე ვიქნები დედაქლაქის მერი, რომელიც თქვენს მიერ სიმწრით გადახდილ გადასახადებს საკუთარ ჯიბეში არ ჩაიდებს – ამის შესაეხებ კოალიცია “ქართული ოცნების” დედაქალაქის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა. დავით ნარმანიამ ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც მას ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს.
“მე ვიქნები დედაქლაქის მერი, რომელიც თქვენს მიერ სიმწრით გადახდილ გადასახადებს საკუთარ ჯიბეში არ ჩაიდებს და მიმართავს თითოეული თქვენთაგანის და დედაქალაქის საკეთილდღეოდ,მეორე-ჩვენი მმართველობის პირობებში ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია იქნება არჩეულ ხელისუფლებასა და თითოეულ თქვენთაგანს შორის. თითოეული თქვენგანი იქნებით დაფასებული მერიისგან და ის საჭიროებები, რომელიც გაგაჩნიათ, შესაძლებლობების ფარგლებში იქნება მაქსიმალურად დაკმაყოფილებული, ასე რომ, არ დაიზაროთ 15 ივნისი იქნება ის დღე, როდესაც ისტორიული არჩევანი უნდა გააკეთოთ. ჩვენ ასეთი დემოკრატიული ფორმით ადგილობრივ თვითმმართველობას პირველად ვირჩევთ საქართველოს ისტორიაში და არ გაუშვათ შანსი, რომ იყოთ ამ პროცესის მონაწილე,”-განაცხადა დავით ნარმანიამ.