“ჯერ არჩევნებამდე გვაქვს დრო და გვაქვს გასაჟღერებელი საკითხები”
კოალიცია “ქართული ოცნების” დედაქალაქის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის რეიტინგები მინიმუმ ოთხჯერ აღემატება შემდგომ ადგილზე მდგომი პოლიტიკური გუნდის და კანდიდატის რეიტინგებს. ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა ის თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურს, ნარმანიამ განაცხადა:
“ჩვენი პოლიტიკური გუნდის რეიტინგები მინიმუმ ოთხჯერ აღემატება შემდგომ ადგილზე მდგომი პოლიტიკური გუნდის და კანდიდატის რეიტინგებს. გარდა ამისა, ჯერ არჩევნებამდე გვაქვს დრო და გვაქვს გასაჟღერებელი ისეთი საკითხები, რომლებიც არ გამოგვითქვამს და რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ არ აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს, გავხადოთ ჩვენი ამომრჩეველი,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.