აზერბაიჯანში ავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც არიან

აზერბაიჯანში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ორი ბავშვია. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე  მასალის რაიონში მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავებული  24 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის ზუსტი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები