„თარგმნის ალქიმია“ – თათია მთვარელიძესთან შეხვედრა გაიმართება

15 ივლისს, 18:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი თათია მთვარელიძეს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ამ შეხვედრით ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აგრძელებს სალონურ შეხვედრებს.
„თარგმნის ალქიმია“ ამჯერად  ბერძნულ ენასა და ბერძნულ ლიტერატურას უკავშირდება. „მე რა ენებთანაც კი მქონია შეხება, მათ შორის ბერძნული არის ყველაზე სავსე. ჩემთვის ეს ენა, სიტყვითი „აღსავსების“ უმაღლესი გამოვლინებაა – მისი ლექსიკური სიმდიდრე, აზრის გამოხატვის უკიდეგანო შესაძლებლობები და საოცარი ჟღერადობა, რომელიც ბერძნულ ენას აქვს, ხშირად მაფიქრებინებს ხოლმე, რომ ტყუილად არ უწოდებენ მას ღმერთების ენას“, – წერს მთარგმნელი.
შეხვედრაზე სტუმარი ისაუბრებს ელინისტური სამყაროს კულტურულ-ლიტერატურულ შრეებზე, თარგმანის სირთულეებსა და ხიბლზე; რა რესურსი აქვს თანამედროვე სამყაროს კულტურათა შორის დიალოგისთვის და რა რჩება ამ დიალოგში უთარგმნელი?
თათია მთვარელიძე არერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების მთაგმნელია, მათ შორის, თარგმნა დიმიტრის დიმიტრიადის „ვკვდები როგორც ქვეყანა“; კიკი დიმულას ლექსების კრებული – „შავი ჰალსტუხი“ და იოანის კარავიდოპულოსის პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტება და ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება.“

მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის ქ. 17.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები