დავით ნარმანია: როდესაც მერიაში შევალ, მოქალაქეთა მიღების დღე დადგინდება

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ გადაცემა „არჩევანში“ მისი მერად არჩევის შემთხვევაში განსახორიცლებელ პროგრამებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბევრ სხვა პროექტებთან ერთად, მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეს დააწესებს. ნარმანია დედაქალაქის მცხოვრებლებს ჰპირდება, რომ 2014 წელი „ხანძრის ჩაქრობის წელი იქნება“.
„როგორც კი დედაქალაქის მერიაში შევალთ, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ბიუჯეტი მოვარგოთ ჩვენს პროგრამას. ჩვენ ხალხი გვირჩევს ამ პროგრამით, რომელსაც ვთავაზობთ. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას მოსწონს ის, რასაც ვთავაზობთ. ამიტომ ამის შესრულება უნდა დავიწყოთ. პროგრამაში და დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება. ის თანხა, რომელიც ჩვენ დაგვრჩება, მოხმარდება ყველაზე გადაუდებელი და აუცილებელი პრობლემის მოგვარებას. წლევანდელი წელი ხანძრის ჩაქრობის წელი იქნება. როგორც კი მერიაში შევალ, მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ მერია გახსნილი იყოს საზოგადოებისთვის. დადგინდება მოქალაქეთა მიღების დღე“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები