ვლადიმერ ზელენსკიმ პუტინს მინსკში შეხვედრა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელინსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მინსკში შეხვედრა და საუბარი შესთავაზა – შეთავაზება ზელინსკიმ ვიდეომიმართვის სახით სოციალურ ქსელში გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტმა მედაიტორებად აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი დაასახელა.
“მინდა, მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, საუბარი გვჭირდება? უნდა ვისაუბროთ. მოდი, განვიხილოთ, ვისია ყირიმი და ვინ არ არის იქ, დონბასში”, – განაცხადა ვლადიმერ ზელინსკიმ.
“ჩვენ არ ვაპირებთ დიპლომატიური ფორმატის შეცვლას. ჩვენ გთავაზობს საუბარს”, – დასძინა ზელინსკიმ.
აღნიშნული ვიდეომიმართვა გასული ღამის ერთ-ერთი ტელეგადაცემის საპასუხოდ გავრცელდა. გადაცემაში გაჟღერდა იდეა, რუსეთ-უკრაინას შორის საუბარი ტელეხიდის მეშვეობით შემდგარიყო და მას “ჩვენ უნდა ვისაუბროთ” ერქმეოდა.
​ზელინსკის განცხადებით, ტელეხიდის იდეა, უბრალოდ, “იაფფასიანი და სახიფათო წინასაარჩევნო ხრიკია”
“ტელეკონფერენციის დაანონსება, უბრალოდ, იაფფასიანი და სახიფათო პიარსვლაა წინასაარჩევნოდ. მისი მიზანია, კვლავ ორ ბანაკად დაგვყოს.. რა თქმა უნდა, მოდი ვისაუბროთ, მაგრამ უნდა დავივიწყოთ დანაშაულები, ჩვენ მოძმე ხალხი ვართ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები