ანსამბლ „კავკასიის“ უფროსი თაობა საბერძნეთის მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ფესტივალში მონაწილეობდა
ანსამბლ „კავკასიის“ უფროსი თაობა წარმატებით გამოვიდა სამხრეთ საბერძნეთის ქ. ეგეოში გამართულ მე-15 საერთაშორისო მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ფესტივალზე (5-9 ივლისი), რომელზედაც მიწვეულია 11-ზე მეტი სახელმწიფოს 18 ანსამბლი.
ფესტივალის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ – ინდონეზიისა და ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები; ასევე, საპატიო სტუმრებს შორის იყო საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლიკა ჯანელიძე.
11 ივლისს, ანსამბლ „კავკასიას“ პატარა ქართველი მოცეკვავეები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ცეკვების მე-2 პანერვროპულ ფესტივალში.