ხელოვნების ქურუმს – ანდრო სიმაშვილს თელავში ვარსკვლავი გაუხსნეს
გამოჩენილ ქართველ ლოტბარს, ხელოვნების ქურუმსა და თელავის საპატიო მოქალაქეს – ანდრო სიმაშვილს თელავში ვარსკვლავი გაუხსნეს.
თელავის თეატრში, ფოლკლორული ანსამბლების: „წინანდალი”, „რუსთავი”, „პატარა კახი”, „ებგური”, „შილდა” და „მზე შინა” მონაწილეობით კონცერტი გაიმართა,
ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა თავად ანდრო სიმაშვილმაც, რომელსაც ხალხი ანდრო პაპას ეძახის.
ღონისძებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ანდრო სიმაშვილის ვარსკვლავი თელავში ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის წინ გაუხსნეს.