სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი მუქარის წერილებს იღებს

პარტია „საქართველოს გზის“ სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ოღიაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქით მუქარის წერილებს იღებს. როგორც ოღიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მუქარა, სავარაუდოდ, მის პოლიტიკურად გააქტიურებას და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქტიური პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატვას უკავშირებს.
„მუქარის წერილი მომდის მსახიობ ლევან ხურციას სახელით და გვარით დარეგისტრირებული პირისგან, რომელსაც მსახიობის ფოტოებიც აქვს ატვირთული. ადრე რაიონის გამგებლის მოადგილის შესახებ დავწერე ფეისბუქზე და მისი შვილისგან კომენტარი მივიღე. ახლა რაიონის გამგებელზეც დავწერე რაღაც, რის შემდეგაც პირადში მოვიდა ამ ხურციასგან მუქრის წერილი. ჩემს პარტიასთან ერთად მოვითათბირებ და მივმართავთ პროკურატურას თავის დაზღვევის მიზნით“, – განაცხადა გიორგი ოღიაშვილმა.
მისივე თქმით, პირი, რომელიც მას ემუქრება ლევან ხურციას სახელით სარგებლობს, ხოლო რელურად ვინ შეიძლება იყოს არ იცის. გიორგი ოღიაშვილმა მასთან მისული მუქარის წერილი „კვირას“ გადმოუგზავნა, თუმცა წერილის შინაარსი არის შეურაცხმყოფელი და უცენზურო, რის გამოც პორტალი მას არ აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები