ფესტივალ-პიკნიკი „ზაფხულის დღის სიზმარი“ და Soft Eject-ის კონცერტი გაიმართება

6 ივლისს, 17:00 საათიდან, Lisi Wonderland-ში, ფესტივალ-პიკნიკი „ზაფხულის დღის სიზმარი“ გაიმართება.  ღონისძიებაზე ცნობილი ქართული ჯგუფი Soft Eject დაუკრავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტის გარდა, გაიმართება წიგნ  „მაწანწალის“ წარდგენა, რომელშიც გამოქვეყნდება ბენდის წევრების მიერ დაწერილი ტექსტები, მათ შორის პეჩოს დღიური, რომელსაც ის ევროპაში ჩატარებული პირველი ტურნეს დროს წერდა.
კონცერტის დასრულების შემდეგ კი, სპეციალურად მოწყობილ პატარა სცენაზე, კოლექტივი ჰიტზე Please Just Carry On ახალ კლიპს გადაიღებს, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოხვედრა.

ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე, biletebi.ge-სა და eventikz.com-ზეა შესაძლებელი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯგუფის – Soft Eject კონცერტზედასწრების მსურველებს, 6 ივლისს, 17:00 საათიდან 24:00 საათამდე, უფასო ავტობუსები მოემსახურებიან. ავტობუსები მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 20 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები