თურქეთში ავტომობილი აფეთქდა – არის მსხვერპლი (ვიდეო)
თურქეთის ქალაქ რეიჰანლიში ავტომობილის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ორმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. ინციდენტის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს ინფორმაციას.
სააგენტოს ცნობით, სამივე გარდაცვლილი აფეთქების დროს მანქანაში იმყოფებოდა.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ აფეთქება ტერორისტული აქტი იყო. მისი თქმით, სამივე დაღუპული სირიის მოქალაქე იყო.
“წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი ტერორიზმს უკავშირდება. იქ ნამდვილად იყო ბომბი. სამივე გარდაცვლილი სირიელი იყო”, – თქვა ერდოღანმა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.