ვატო შაქარიშვილი: სამწუხაროდ, ერთმანეთს აცდენილია მერის PR აქტივობები და მისი რეალური საქმე
„სამწუხაროდ, ერთმანეთს აცდენილია მერის PR აქტივობები და მისი რეალური საქმე“, – ამის შესახებ საკრებულოს წევრი, ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ დედაქალაქის მერიამ ვერეს ხეობაში ორი მასშტაბური ობიექტის მშენებლობის ნებართვა, რაც, მისი თქმით, უპასუხისმგებლობა და კორუფციაა.
„ეს ვერეს ხეობაა, სადაც 4 წლის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, სტიქიამ 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ამ ტერიტორიაზე მერიამ გასცა ორი მასშტაბური, მულტიფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვა. ვერეს ხეობაში, რომელიც მრავალჯერადი, უმკაცრესი შეზღუდვის ზონაა, მშენებლობის ნებართვის გაცემა სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა და კორუფცია.
განსაკუთრებით დასანანია, რომ აღნიშნული ნებართვები მერიის იმ ადმინისტრაციამ გასცა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაში ქაოტური მშენებლობის დასრულების დაპირებით მოვიდა.
მიუხედავად ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და საზოგადოების აქტიურობისა, ვერეს ხეობაში მშენებლობა დაჩქარებულ რეჟმში მიმდინარეობს.
კიდევ ერთხელ, საჯაროდ მივმართავთ მერიას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მშენებლობა და გააუქმოს მის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები“, – წერს ვატო შაქარიშვილი.