ქვემო ქართლში სტუდენტთა ეთნოგრაფიული ექსპედიცია მოეწყობა

6-19 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტისა და ქართველოლოგის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ეგიდით, მოეწყობა ეთნოგრაფიული ექსპედიცია საქართველოს ისტორიულ თემ ქვემო ქართლში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპედიციის მიმდინარეობისას ექსპედიციის წევრები დაბინავდებიან ბოლნისში. სტუდენტები ეთნოგრაფიულ მასალებს ჩაიწერენ შემდეგ სოფლებში: რატევანი, სამშვილდე, ქვეში, ჯავსანიანი, აკაურთა, კიანეთი, ბალიჭები…
ექსპედიციის მონაწილეები არიან ისტორიის, ფილოლოგიის, ტურიზმისა და სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები (სულ 25).
ექსპედიციას ხელმძღვანელობენ პროფესორები: დავით შავიანიძე (ეთნოლოგი), ლუიზა ხაჭაპურიძე (ენათმეცნიერი) და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენის მიმართულების მოწვეული მასწავლებელი ფიქრია ჭაბუკიანი.
ექსპედიციის მიზანია, ქართველთა ეთნიკური ისტორიის, მატერიალური და სულიერი კულტურის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების ამსახველი მასალების მოგროვების, მომავლისთვის გადაცემის, სტუდენტებში ქართველური მენტალობის, ეთნოფსიქოლოგიის შენარჩუნება-განვითარების, ნოვაციების მიღების რეგულირება-კონტროლის, ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავების, მოტივაციის და მომავალში კვლევითი (როგორც სტუდენტური, ასევე სამეცნიერო) მუშაობის უკეთ წარმართვა.
ეთნოგრაფიულ ექსპედიციას მიეძღვნება სამეცნიერო-კონფერენცია, რომელიც ჩატარდება შემოდგომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები