„შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ – პროექტის წარდგენა გაიმართა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ევროკავშირისა და UNESCO-ს 2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ პრეზენტაცია გაიმართა.
გამარჯვებული პროექტის განხორციელების მიზანია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე, დაგეგმილია ბაზრის ძირეული შესწავლა და იმ სარგებლის განსაზღვრა, რასაც ამ სფეროს განვითარების შედეგად ქვეყანა მიიღებს. 2 წლის განმავლობაში, პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.