სალომე ზურაბიშვილი: ყველას მოგიწოდებთ, გაატარეთ თქვენი შვებულება საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შეხვდა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალი განიხილეს. მან შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას მოუწოდა, შვებულება საქართველოში გაატარონ.
„აჭარის მთავრობასთან დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტია ამ რეგიონში. აქ არის ძალიან მზარდი ტურიზმი, თუმცა ვიცით, რომ დღეს არის გარკვეული პრობლემები. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ, რეალურად, არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც მაღალი დონის ძალიან ბევრი პარტნიორი ჩამოვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები