რუსული მედია – “ყირიმის ნახევარკუნძულს აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავი მიუახლოვდა”
რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ნახევარკუნძულს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი – „Р-8 პოსეიდონი“ მიუახლოვდა.
“რია ნოვოსტის” ცნობით, ამერიკული მზვერავი ყირიმიდან 75 კილომეტრში იმყოფებოდა, როდესაც მისთვის გზის გადასაჭრელად რუსული ავიაგამანადგურებელი „სუ-27“ აფრინდა.
Видео от подписчика. Пишут что это вчерашний перехват американского Р-8 у берегов Крыма. Наглядно видно, как близко они подлетают к полуострову. pic.twitter.com/o6QOK1pV8l
— Александр Коц (@sashakots) July 4, 2019
სააგენტოს ცნობით, „პოსეიდონი“ 3 ივლისს იტალიიდან აფრინდა და სადაზვერვო მისია რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ და ყირიმთან განახორციელა. „Р-8 პოსეიდონი“ წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საპატრულო თვითმფრინავია, რომელსაც მათი აღმოჩენა და განადგურება შეუძლია.
თვითმფრინავი, ასევე, განკუთვნილია დაზვერვისთვის, ხომალდსაწინააღმდეგო და სამაშველო ოპერაციებისთვის.
Еще немного съемок от подписчика. Перехват американского Р-8 Посейдон в нейтральном небе в 75 километрах от побережья Крыма. pic.twitter.com/Y9xIPPSBsE
— Александр Коц (@sashakots) July 4, 2019
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ სამხედრო თვითმფრინავმა ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს კურსის შეცვლა აიძულა.