მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
8 ივლისს, 19:00 საათზე, მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი გახსნითი კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს არის საქველმოქმედო კონცერტი თეკლა ხოსიტაშვილის დასახმარებლად. კონცერტში მონაწილეობენ: შორენა ცინცაბაძე, ანდრეი კორობეინიკოვი, ასევე MISA-ს სოლისტები: გიორგი რევიშვილი, ეკატერინე ნიკოლაძე.
საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი:
დირიჟორი – გიორგი ჟორდანია;
სამხატვრო ხელმძღვანელი – შორენა ცინცაბაძე.
პროგრამაშია: რახმანინოვის, პროკოფიევის, მოცარტის გრიგის ნაწარმოებები.