სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, ილია ს. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია ს.-მ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და 3300 ლარი გამოართვა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.