7 ივლისიდან ,,Art-გენი 2019″-ის თბილისის ტური გაიხსნება
ფესტივალი „Art-გენი 2019″-ის თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 7-14 ივლისს გაიმართება.
მე-16 „Art-გენზე” ფესტივალის მაყურებელს ბევრი სიახლე და პრემიერა ელის.
7 ივლისს, „Art-გენის” თბილისის ტურს დათო ევგენიძე გახსნის. ევგენიძის კონცერტამდე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „აკუსტიკის” კონცერტს დაესწროს, სადაც SALIO, The bearfox, Lua წარსდგებიან.
8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული გააგრძელებს, 9 ივლისს – REGGAEON, 10 ივლისს ჯგუფი „ჩვენებურები” და ლელა ნაყეური. დასკვნით კონცერტამდე „ჰოროლი”-ს ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა გაიმართება. 11 ივლისს „Art-გენის” სცენა ჯგუფ „ფრანს” დაეთმობა. 12 ივლისს მაყურებელს ნინო ქათამაძის კონცერტი ელოდება., 13 ივლისს, ნიაზ დიასამიძე წარსდგება. 14 ივლისს კი Art-გენი 2019 „სუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.
დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, ღვინის და ლუდის სივრცეები. სხვდასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები.
თბილისის ტურს ტრადიციულად წინ უძღოდა ფესტივალის რეგიონული ტურნე. ფესტივალი „Art-გენი 2019″-მა სტარტი 16 ივნისს ახმეტიდან აიღო და 22 ივნისს აჭარაში, ქედაში გადაინაცვლა. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დაასრულა.