ლოკარნოს კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორისა და მისი უცხოელი კოლეგების მიერ გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართება

16 აგვისტოს ლოკარნოს საერთაშორისი კინოფესტივალზე გაიმართება ფილმის – „მთები, მარტოობა, სურვილი” პრემიერა. ფილმი 15 ნოველისგან შედგება, რომელზეც 15 რეჟისორი შვეიცარიის მთებში მუშაობდა.
ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქართველ რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილს ეკუთვნის. ფილმს „არჩევანი” ჰქვია და იგი გიორგი ცხვედიანის სცენარის მიხედვით არის შექმნილი. ფერების დიზაინზე იმუშავა ნიკო ტარიელაშვილმა.
რეჟისორები შეირჩა ლოკარნოს კინოფესტივალის პატრონაჟითა და ტიჩინოს კინოკომისიის მხარდაჭერით. საბოლოო გადაწყვეტილება უნგრელმა რეჟისორმა ბელა ტარმა მიიღო, რომელიც პროექტის მენტორი იყო. გიორგი ვარსიმაშვილთან ერთად ფილმზე იმუშავეს რეჟისორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მექსიკიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და ფილიპინებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები