„ქართული ტრადიციული ცეკვა ქართულ კინემატოგრაფიაში“ – ლექცია გაიმართება
5 ივლისს, 18:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუსიკოლოგ ბაია ჟუჟუნაძის ლექცია -„ქართული ტრადიციული ცეკვა ქართულ კინემატოგრაფიაში“ გაიმართება. როგორც „კვირას“ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, სტუმარი ისაუბრებს ქართული ტრადიციული ცეკვის შესახებ 21-ე საუკუნის ქართულ კინემატოგრაფიაში:
ქართული ტრადიციული ცეკვის როლი მე-20 საუკუნის 80-90-ან წლებში;
იდენტობის ელემენტები ქართულ კინემატოგრაფიაში;
„ექსპრესიული მინიმალიზმი“ და მისი მნიშვნელობა.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ქართული ფილმები ეთნომუსიკოლოგიურ ჭრილში.
ბაია ჟუჟუნაძე – თბილისის კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი, ICTM-ის წევრი. ჩართულია სხვადსხვა მნიშვნელობან და კვლევით პროექტებში, მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა ქართულ და მეზობელ მუსიკალურ კულტურებს შორის ურთიერთკავშირებისა და ურთიერთქმედების საკითხები.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.