4 ივლისს გურამ რჩეულიშვილი 85 წლის გახდებოდა

4 ივლისს მწერალი გურამ რჩეულიშვილი 85 წლის გახდებოდა.
გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი”, „სათაგური”, „სიყვარული მარტის თვეში”, „ნელი ტანგო”, „თვირთვილა”, „უსახელო უფლისციხელი” და „სიკვდილი მთაში”.
გურამ რჩეულიშვილი სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა… იგი 1960 წ. 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.
გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები